გლობალური პოსტპანდემიური გამოწვევები

Main Article Content

სალომე პირველი
მარიამ სიხარულიძე

ანოტაცია

პოსტპანდემიური გამოწვევები და მათი ანალიზი ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ სადისკუსიო თემად იქცა. პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო, სრულიად დედამიწა. ეს გახდა რეალობა, რომელმაც მოიცვა სამყარო. ნებისმიერ სექტორს შეეხო ეს პრობლემა, შესაბამისად მისი ანალიზიცა და გააზრებაც უკიდურესად მნიშვნელოვანი გახდა. დღევანდელ დღეს მკვლევარების, ისტორიკოსების, ჟამთა აღმწერლების, პროფესორების დიდი არმია ცდილობს აღწეროს ეს მოვლენა, რომ მომავალში ეს ფაქტები ისტორიას შემორჩეს. პანდემია შეეხო განურჩევლად ყველას, მან განუზომლად დიდი ზიანი და ზარალი მიაყენა დედამიწის ბინადრებს, მისი განჭვრეტა და დროში დამორჩილება გახდა შეუძლებელი, მისი პროგნოზირება არარეალური, ხოლო დასასრულის მოლოდინი დაუსრულებელი.

საკვანძო სიტყვები:
პანდემია, გლობალიზაცია, საგანმანათლებლო სივრცე, ბიზნესი, ბიზნეს სექტორი, რეალობა, პრობლემა, ადამიანი
გამოქვეყნებული: Oct 22, 2021

Article Details

სექცია
Articles