პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თანამედროვე ეტაპზე (შედარებითი ანალიზი)
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომის მიზანია მიმდინარე კოვიდ-19 პანდემიის ფონზე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ნაკადების შედარებითი ტენდენციების გამოკვლევა. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის მიხედვით: მსოფლიო ეკონომიკაში არსებული მძიმე კრიზისული მდგომარეობის გამო, 2020 წელს დაფიქსირდა მსოფლიო ჯამური მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ; GDP) მოცულობის თითქმის 3 ტრილიონი აშშ დოლარით შემცირება (წინა წელთან შედარებით); მკვეთრად შემცირდა ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა - მსოფლიოში - 39.4%-ით, განვითარებულ ეკონომიკებში 65.5%-ით, მათ შორის ევროკავშირში - 79.7%-ით, განვითარებად ეკონომიკებში - 71.1%-ით, გარდამავალ ეკონომიკებში კი 75.8%-ით; მთლიან სამამულო პროდუქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი (%) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა 2007 წელს, ბოლო პერიოდში კი უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს საქართველოს. უცხოური ინვესტიციების გარეშე გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკები სწრაფ პროგრესს ვერ მიაღწევენ, თუმცა ასეთ ინვესტიციებს, განვითარებასთან ერთად, შესაბამისი ქონების დასაკუთრება, მიმღები ქვეყნებიდან კაპიტალის გადინებაც მოყვება და ამდენად, მათ მოზიდვაშიც ზომიერებაა საჭირო; მძიმე პანდემიურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მკვეთრადგაზარდაუმუშევრობა,ინფლაცია, მოსახლეობის სიღარიბის და სხვ. ნეგატიური მაჩვენებლები. ეკონომიკა თითქმის მთლიანად აღმოჩნდა პანდემიის მარწუხებში, რამაც მოითხოვა სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის მკვეთრად გაძლიერება; სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მეტი შემცირება დაფიქსირდა აზერბაიჯანში, რაც სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის მოპოვება დამუშავებაზე ნეგატიურად აისახა; საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრად შემცირების შემდეგ, 2021 წლის II კვარტალში (წინა კვარტალთან შედარებით), ეს მაჩვენებელი უფრო მეტად გაიზარდა სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში, დამამუშავებელ მრეწველობაში და ენერგეტიკაში, მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე მაღალი წილით (%) წარმოდგენილია ფინანსური სექტორი (35.0%), ენერგეტიკა (27.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (19.9%).