COVID - პანდემია და ონლაინ სწავლება
Main Article Content
ანოტაცია
2019 წელს მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დადგა, ადამიანებს მოუწიათ ადაპტაცია ისეთ გარემოსთან, რომელიც აქამდე მათთვის სრულიად უცხო იყო. ცვლილება შეეხო თითქმის ყველა სფეროს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მთელ მსოფლიოში შეიქმნა ფორს-მაჟორული სიტუაცია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე, მათ შორის მთლიანად განათლების სისტემაზე. დადგა საკითხი, ან სწავლა უნდა შეწყვეტილიყო და აკადემიური წელი გამოცხადებულიყო, რაც მნიშვნელოვან რეგრესულ ძვრებს გამოიწვევდა საგანმანათლებლო სისტემაში, ან უნდა გადასულიყო მთლიანად ონლაინ სწავლების ფორმატზე, რომლისთვისაც, პრაქტიკულად, არც ტექნიკურად და არც ფსიქოლოგიურად ვიყავით მზად.
სწორედ რომ იმ სიტუაციის გამო,რომელიც კოვიდ-19 მა შექმნა, აღნიშნული საკითხი საჭიროებდა ძალიან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას.