მომხმარებელთა უფლებები დისტანციური გაყიდვების პროცესში, პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში

Main Article Content

მურმან ციქუბაძე
ანასტასია ქუბრიაშვილი

ანოტაცია

სტატია შეეხება დღევანდელ 2021 წლის რეალობას და მასთან დაკავშირებულ პოსტ პანდემიურ გამოწვევებს. კონკრეტულად კი, მომხმარებლებს და მათ უფლებებს დისტანციური გაყიდვების პროცესში. ასევე შევეხებით მათ ქცევას ბაზარზე მიმდინარე სიტუაციაში. სტატიის თემა არის „მომხმარებელთა უფლებები დისტანციური გაყიდვების პროცესში, პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში.“ უდავოდ საყურადღებოა ეს ასპექტიც მიმდინარე ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რომელიც კორონა ვირუსითაა გამოწვეული. უამრავი ცვლილებისა და გლობალური გამოწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რომლის წინაპირობაც გრძელვადიანი თვითიზოლაცია გახდა, ამიტომ როგორც კომპანიებმა ასევე მომხმარებლებმაც დაიწყეს რეაგირება არსებული მდგომარეობის დასაძლევად.


მოვლენების განვითარების მიხედვით, შესაძლო გახდა იმის განსაზღვრა თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლების ქცევა ამა თუ იმ პრდუქციის შეძენისას დისტანციური გაყიდვების პროცესში. პანდემიამ მსოფლიოში მთელი ინდუსტრიები, კომპანიები შეცვალა. მომხმარებლები იძულებული გახადა ონლაინ შოპინგზე გადასულიყვნენ და ისინი საგანგაშო მდგომარეობის შექმნის მოლოდინთან ერთად ულტრაფრთხილ ადამიანებად აქცია. ამ შემთხვევაში ბიზნესის მთავარი ამოცანა მხოლოდ ის გახდა რომ მსოფლიო პანდემიის პერიოდში ბრენდები თუ სხვადასხვა სახის მომსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს მოარგო. თუმცა ამ ვითარებაში მრავალჯერ ირღვევა მომხმარებლის უფლებები კომპანიებისა თუ მიტანის სერვისის მიერ. სწორედ ამ პრობლებას შევეხები ამ სტატიაში.

საკვანძო სიტყვები:
მომხმარებელთა უფლებები, დისტანციური გაყიდვები პანდემიის პროცესში, მიწოდების სტანდარტი, მომხმარებელთა ინტერესი
გამოქვეყნებული: Oct 22, 2021

Article Details

სექცია
Articles