საქართველოს საგადასახადო სისტემის გამოწვევები პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში

Main Article Content

მურმან ციქუბაძე

ანოტაცია

საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. პანდემია შეეხო ყველა სფეროს, ფაქტობრივად გამონაკლისების გარეშე და ერთგვარი გამოცდა მოუწყო თოთოეულ ქვეყანასა და ამ ქვეყნის სისტემებს.


პანდემიის პროცესში, ქვეყნის ეკომონიკის გადასარჩენად კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა საგადასახადო სისტემამ, როგორც ერთგვარმა იარაღმა, რომლის სწორ გამოყენებაზეც არის დამოკიდებული ის შედეგები, რომელსაც მიიღებს ქვეყანა პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში.


საგადასახადო სისტემა არის ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდებაფინანსური ანგარიშსწორება სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ. ეს კი ფინანსური და ფულადი ბაზრების გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საბოლოოდ კი ხელს უწყობს,ზოგადად ეკონომიკის სტაბილურობასა და ეფექტიანობას. საგადასახადო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, სახელმწიფოს მიერ გატარებულ საგადასახადო პოლიტიკასა და საგადასახადო სისტემის გამართულ მუშაობაზე.
გადასახადები თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. საგადასახადო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები, ყოველთვის არის და იქნება ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკვანძო საკითხი, ეს კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა მიმდინარე კრიზისის დროს.


კვლევაში გაანალიზებულ იქნა ,საგადასახადო გამოწვევები რაც პანდემიის და პოსტ პანდემიის პერიოდში აქვს ჩვენს ქვეყანას და მიმოხილულ იქნა ის გადაწყვეტილებები, რომლებმაც ნაწილობრივ უპასუხეს ამ გამოწვევებს.


მნიშვნელოვანი იყო საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული 150 ლარამდე შეღავათი, თუმცა გაუგებარია 2020 წლის ნოემბრის თვე, რომელზეც არ გავრცელდა შეღავათი და ათასობით ლარის ხარჯი მიიღეს კომპანიებმა. მისაღებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტურიზმის დახმარების პაკეტის საგადასახდო შეღავათების ნაწილი, თუმცა სამწუხაროდ ეს არ იყო მასშტაბური. ასევე პოზიტიური სიახლე იყო, იჯარასთან დაკავშირებული შეღავათი, როდესაც დარიცხვის მაგივრად საკასო მეთოდით დაბეგვრა შემოიღეს კონკრეტულ თვეებში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. აუცილებელი იყო და არის შეღავათიების დღგ-ზე გავრცელება, მისი რამდენიმე პროცენტით შემცირება რათა დახმარება რეალურად იყოს მასშტაბური და უფრო ხელშესახები. აუცილებელია, ქონების გადასახადის გადავადება ან გაუქმება იმ ტიპის ბიზნესებისთვის რომელთაც, რადიკალურად შეუუმცირდათ შემოსავლები ან დაიხურნენ. ამ დრომდე გაუგებარია, საპენსიო სისტემის გამოუყენებლობა ამ პროცესში, აუცილებელია საპენსიო სისტემის სავალდებულო პრინციპთან დაკავშირებით მიდგომის გადახედვა, რადგან ამ საუკუნოვანი ტიპის კრიზის დროს გაუგებარია, სრულიად მონოლითურად, ხელშეუხებლად გაგრძელდეს საპენსიო გადასახდელის სავალდებულობის პრიცნიპი.

საკვანძო სიტყვები:
საგადასახადო სისტემის გამოწვევები, პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, საგადასახადო შეღათავები, საპენსიო სისტემა, ფინანსური ანგარიშგება, ფულადი კომპენსაცია
გამოქვეყნებული: ოქტ 22, 2021

Article Details

სექცია
Articles